გუშინ, 12 მაისს, საქართველოს პირველმა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში თავისთვის უხერხული მეტოქე - უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა - 6:1, 7:6.

მატჩის ბოლოს საკამათო სიტუაცია იყო. ნიკოლოზი მატჩბოლის დროს აწვდიდა, როცა ხაზის მსაჯმა აუტი დააფიქსირა, თუმცა კოშკურის მსაჯი ჩამოვიდა, შეამოწმა და ჩათვალა, რომ ბურთი აუტში არ ყოფილა; ამიტომაც ბასილაშვილს პირველი მოწოდების უფლება მისცა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ფუჩოვიჩი, რომელმაც იქვე გააპროტესტა. თუმცა კოშკურის არბიტრი გარკვევით უხსნიდა, რომ თეთრ ზოლსა და ბურთის დაცემის ადგილს შორის თავისუფალი სივრცე არ იყო; ეს ნიშნავდა იმას, რომ ბურთი ხაზსაც შეეხო.

როგორც ჩანს, ამ ეპიზოდმა უნგრელ ჩოგბურთელს ძალიან დაწყვიტა გული და მოიფიქრა, გამოკითხვა ჩაეტარებინა. მან ფოტო გადაუღო ბურთის დაცემის ადგილს და "ინსტაგრამზე" ატვირთა.

"ეს ბოლო ბურთი იყო ჩემი მატჩიდან. არ მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ფოტო დამედო. თუ ბურთი აუტშია, მაშინ ორმაგი შეცდომაა და მე შანსს ვინარჩუნებ... თუმცა მსაჯმა ეს შანსი წამართვა..."

როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ვხედავთ, ფუჩოვიჩის ფანები თავიანთ საყვარელ ჩოგბურთელს ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ აუტი იყო.

თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეშია და ხვალ ლაზლო ჯერეს შეხვდება.

Tazo
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო...ეს მართლა ფუჩოვიჩი.

ასეა თუ ისე, კი წამოეგო ფუჩოვიჩი კატლეტის ჩეკივით!:)
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა