ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს ჯერეც ზედ მიაყოლა - შემდეგი მეტოქე ნადალია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 32-ე ჩოგანს, უნგრული წარმოშობის სერბს, ლასლო ჯერეს 7:5, 6:4 მოუგო.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და 64 225 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ჯერეს აქამდე სამჯერ შეხვდა, ერთხელ მოუგო, ორჯერ კი დამარცხდა, ბოლოს ბუდაპეშტის ტურნირზე სამ სეტში.

რომის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა, მერვედფინალში კი რაფაელ ნადალსა და ჯერემი ჩარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნადალისა და ჩარდის შეხვედრა 15 მაისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ნიკას!!! ძნელ შეხვედრაში გაიმარჯვა!!! საშინელი ქარი იყო და ძალიან ძნელია ამ დროს დარტყმის კონტროლი!!! ძალიან გაგვახარე!!! წარმატებები!!!
დათო
23:39 14-05-2019
2
ნადალს პირველი სეტი მოუგე ნიკოლოზ და დანარჩენს შესვენებაზე მოგწერთ
ბადრი, უსუფი, ამირან ...
10:43 15-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული