ნადალი ბასილაშვილისათვის სულ სხვა სიმაღლეა, დაუძლეველი მწვერვალია

AutoSharing Option
რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კიდევ შეხვდებიან და ერთად ვუგულშემატკივროთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
17 მაისი 2019 01:01
2
წინსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ 2 მოგებულ ტურნირზე აქვს ქულები დასაცავი და თუ ადრეულად გამოეთიშება ტურნირებს, 50-ეული სანატრელი გაუხდება.
gio
17 მაისი 2019 15:20
0
უფფ რა მშიშარა ყოფილა რას გადიოდა საერთოთ
germane
17 მაისი 2019 07:04
9
1. იმათ საპასუხოდ ვინც აქ წერს რო საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შედარებით ძალუან კარგად თამაშობს -- რა, აქ ემზადება თუ რა შუაშია საქართველოს ინფრასტრუქტურა???
2. რაში გამოიხატება პროგრესი? ახლანდელ 18 ადგილში? ეგ შეიძლება გვეთქვა შარშან როცა ამას მიაღწია, მაგრამ არა წელს, როცა წესით უნდა მოემატებია თამაშის დონისთვის და საპირისპიროდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს წლევანდელი მისი თამაშის დონე... და რომელ ადგილზე დაასრულებს წლის ბოლოს თამაშს ეგ კიდე წინ გველის!
3. ნადალი, ნადალიო რო დაუჯინებია ზოგიერთს აქ, შარშან რო წააგო ღირსეულად ვინმეს საყვედური დასცდა? ნადალმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები...მარა სწორედ ეგ იყო სამწუხაროდ პიკი როგორც ჩანს და აწი ეგ ტურნირის მომგები არ ჩანს...ატპ ვგულისხმობ რათქმაუნდა...
და ბოლოს, როცა ჯანსაღ კრიტიკას წერს აქ ხალხი და წაესევიან ვითომ მტერი იყოს და ჩასაფრებული, ეგაა სწორედ რო უმრავლესობა გარტყმაში არაა არც ჩოგბურთის და არც ჭეშმარიტი გულშემატკივრობის...გული რო შეგვტკივა მიტომაც ვწერთ , აბა ვიღაცა მიკლუხო მაკლაი მოიგებს თუ წააგებს სუ ალაზანში არ მკიდიაა?
მიროსან
17 მაისი 2019 18:00
4
მარჯვენა კრაი უჭირს თორემ......
ვერ ვერკვევი და .... ჩოგბურთი რომელი სპორტია? გრძელი ბურთით რომ თამაშობენ???
კ ო მ ბ ლ ე
24 მაისი 2019 03:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული