ქართველი ქალი ჩოგბურთელების ევროპული ტურნირები იწყება

AutoSharing Option
ქართველი ქალი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და ოკსანა კალაშნიკოვა ევროპულ ტურნირებში ჩაერთვებიან.

ეკატერინე გორგოძე ხორვატიაში 125-ათასიანი კატეგორიის ტურნირზე ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ასპარეზობს. მისი პირველი მეტოქე რუსი სპორტსმენი, მსოფლიოს 144-ე ჩოგანი ვარვარა ფლინკია. ტურნირის გამარჯვებული 20,000 დოლარს და 160 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს. ამჟამად ეკატერინე გორგოძე მსოფლიოს 152-ე ჩოგანია. უკანასკნელად  ქართველმა გოგონამ ჟირონას  60 000-დოლარიან ტურნირზე ითამაშა, რომელშიც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და 2,683 დოლარიც გამოიმუშავა.

ოქსანა კალაშნიკოვა კი დიდ ბრიტანეთში, 100,000-დოლარიანი კატეგორიის ტურნირზე რუს მეწყვილე ანნა ბლინკოვასთან ერთად მესამე ნომრად არის განთესილი.

პირველი წრის პირველ მატჩს ამერიკელი მედისონ ბრინჯლი და საშია ვაიქრის წინააღმდეგ დღეს გამართავს. ოკსანა, ძირითადად, წყვილებში ასპარეზობს და WTA წყვილთა რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს. ბოლოს კალაშნიკოვამ როლან გაროსზე ითამაშა. სამწუხაროდ, ქართველისა და შვედი რებეკა პატერსონის წყვილი მეორე წრეში დამარცხდა. გოგონებმა 11 000 ევრო გამოიმუშავეს.

პირდაპირი ტრანსლაციები, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს, თუმცა ქართველი გოგონების შედეგებს თვალი ქვევით არსებული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ ადევნოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული