ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონზე" სეტებში 0:2 შემოატრიალა და გაიმარჯვა!

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელისთვის 2019 წლის "უიმბლდონის" ტურნირი რთულად დაიწყო.

მსოფლიოს მე-16 ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს 195-ე ჩოგან ჯეიმი უორდთან თამაში ძალიან გაუჭირდა. ნიკოლოზი სტანდარტულად ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა იმ რაოდენობის "ვინერსები" არ ჰქონია, როგორც აქვს ხოლმე.

პირველ სეტში ბასილაშვილი უშანსოდ დამარცხდა - 2:6. მეორე სეტში კი, თავის მოწოდებაზე დაუშვა შეცდომა და მე-10 გეიმში დათმო მეორე სეტი - 4:6.

მესამე სეტი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე თავისი მოწოდება წააგო, თუმცა მალევე დააბრეიკა მეტოქე. მეორე ბრეიკი, უკვე მე-9 გეიმში შეასრულა და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა
- 6:4.

მეოთხე სეტი, კი ძალიან კარგად დაიწყო, პირველივე გეიმი მოიგო ბრიტანელის მოწოდებაზე. ეს ერთადერთი ბრეიკი იყო სეტში და ნიკოლოზმაც შეძლო მისი მოგება - 6:4.

ბოლო, მე-5 სეტში, ისევ პირველი გეიმის მოგება მოახერხა ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე, თუმცა მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა მატჩზე აწვდიდა. საბოლოოდ კიდევ 4 გეიმის თამაში მოუწია და საბოლოოდ მე-5 სეტში 8:6 გაიმარჯვა.

აღნიშნული გამარჯვებით ნიკოლოზმა 45 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა და 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.

კარგია, რომ მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვება მოიპოვა და "უიმბლდონის" მე-2 წრეში გავიდა. იქ კი, კიდევ ერთ ბრიტანელს 29 წლის მსოფლიოს 61-ე ჩოგან დენიელ ევანსს შეხვდება, რომელმაც თავისი მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. შეხვედრა 4 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაწყობებზე და მსგავს სისულეელეებს რომ წერთ, რომ ყომარობდეს აგერ ვიტჯორჯიას ფეხბურთელები აღმოაჩინეს და უიმბლდონზე შესულ ფსონებს არავინ გააკონტროლებს თქვენი აზრით? რა სისულელეებს წერთ ჩოგბურთისთვის არ გიყურებიათ მანიც? ერთი ჩოგბურთელი მაინც დამისახელეთ მთელი ისტორიიდან რომელსაც ასეულის მიღმა მყოფთან არ დამარცხებულა და მერე ვილაპარაკოთ.
semi
10:04 03-07-2019
4
ასეთი მატჩის შემოტრიალება მხოლოდ მენტალურად ძლიერ სპორტსმენებს შეუძლიათ!
ქომაგი
23:24 02-07-2019
5

სიახლეები პოპულარული