უიმბლდონი. 1/4-ფინალები: მსოფლიო კიდევ ერთ საჩოგბურთო კლასიკას იხილავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივლისის საღამოს უიმბლდონის 2019 წლის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

ყველა მატჩში ფავორიტმა იმარჯვა და რაც მთავარია, ნახევარფინალში საჩოგბურთო სამყაროს უდიდეს კლასიკას ვიხილავთ.

მეოთხედფინალური შეხვედრები ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დევიდ გოფინის (23) მატჩით გაიხსნა. გოფინმაუ ნოლეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, ისე კი, 3 სეტში უშანსოდ დამარცხდა - 4:6, 0:6, 2:6. ჯოკოვიჩმა, რომელსაც კარიერაში 15 სლემი აქვს მოგებული, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მე-16 დიდი ტიტულისკენ.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს გუიდო პელა (26) და რობერტო ბაუტისტა აგუტი (22) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ესპანელის უპირატესობით მიმდინარეობდა,
თავისი დაცვითი სტილით ლოგიკურად თამაშობდა ბაუტისტა აგუტი და საბოლოოდ 4 სეტში დაამარცხა არგენტინელი - 7:5, 6:4, 3:6, 6:3. ბაუტისტა აგუტი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. მსგავსი სტილის მოთამაშეებს შორის უკეთესი რომელია, ბევრი გამოცნობა არ სჭირდება.

მესამე მატჩში კი, ერთმანეთის წინააღმდეგ კეი ნიშიკორი (7) და როჯერ ფედერერი (3) დადგნენ. ბოლო შეხვედრაში ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე კეიმ როჯერი დაამარცხა. თუმცა, ამჯერად მხოლოდ ერთი სეტის მოგებას დასჯერდა და როჯერმაც 4 სეტში გაიმარჯვა - 4:6, 6:1, 6:4, 6:4.

ბოლო მეოთხედფინალში კი, ამერიკელი სემ ქუერი (65) და რაფა ნადალი (2) დაუპირისპირდნენ. გოფინისა არ იყოს, ქუერიმ მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა შემდეგ ვეღარაფერი გააწყო და რაფამ 3 სეტში იმარჯვა - 7:5, 6:2, 6:2.

ამგვარად, საჩოგბურთო სამყარო ხვალ, 12 ივლისს, კიდევ ერთ უდიდეს კლასიკას იხილავს. ეს შეხვედრა როჯერ ფედერერსა და რაფა ნადალს შორის ისტორიაში, საიუბილეო, მე-40 მატჩი იქნება. ნადალი ამ დაპირისპირებაში მნიშვნელოვნად უგებს შვეიცარიელს - 24:15.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული