უიმბლდონის უდიადეს, ხუთსაათიან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მოიგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა ფინალში როჯერ ფედერერი 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 დაამარცხა და ტიტული დაიცვა. მან უიმბლდონზე მეხუთედ იმარჯვა.

ეს ჯოკოვიჩისა და ფედერერის 48-ე შეხვედრა იყო - 26 სერბმა მოიგო, ხოლო 22 შვეიცარიელმა.

შეხვედრა 5 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ფინალი 2008 წელს ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის იყო - 4 საათი და 48 წუთი.

38 წლის ფედერერს უიმბლდონი რვაჯერ აქვს მოგებული.

"ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე ერთ-ერთ
საუკეთესო ფინალში დავამარცხე. ეს დიდი წარმატებაა და ჩემს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ", - განაცხადა ნამტჩევს ჯოკოვიჩმა, რომლისთვისაც ეს დიდი სლემის მეთექვსმეტე ტიტულია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ ამ საუკუნის საუკეთესო შეხვედრა იყო!!! ორმა მაესტრომ კორტზე შესანიშნავი სპექტაკლი დადგა !!! თითქმის 38 წლის როჯერი , 20 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა!!! ეს არის სწორი რეჟიმის, სწორი კვების, სწორი დატვირთვების შედეგი!!! ტყუილად არ ყავს ფედერერს გუნდში 40 კაცამდე!!! დღევანდელ ჩოგბურთში უკვე ძნელია ამის გარეშე შედეგის მიღწევა!!! ჩოგბურთის სამყარომ დღეს დიდად ისიამოვნა!!! მადლობა ნოვაკს და როჯერს ამ სპექტაკლისთვის!!!
დათო
01:13 15-07-2019
1
ჩვენმა ნიკა ბასილაშვილმა ამასთან ჩოგნების დამტვრევა კი არა უნდა მიბაძოს და ყველაფერი ისწავლოს.
Bidzi.
00:26 15-07-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული