ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილ მარათონში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ალეკსანდ ზვერევი ტაი-ბრეიკში დაამარცხა. მატჩი 3 საათი და 7 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი 3 სეტში ანგარიშით 6:4, 4:6, 7:6 (7:5) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტაი-ბრეიკში ნიკოლოზი 2:5-ს აგებდა და მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მისმა მეტოქემ 14 ეისი შეასრულა და 9 შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა კარიერის განმავლობაში ზვერევი პირველად დაამარცხა, აქამდე მას ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.

ბასილაშვილმა კარიერაში მეოთხედ მოუგო რეიტინგის ათეულში შემავალ მოწინააღმდეგეს.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ფინალში ანდრეი რუბლევს შეხვდება. ფინალი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ქართველ გულშემატკივარს მისი ხილვა Silk Universal-ზე შეეძლება.

ნახევარფინალამდე ბასილაშვილმა კოლუმბიელ უგო დელეინის, არგენტინელ ხუან ლონდეროს და ფრანგ ჟერემი შარდის სძლია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
... კომენტარის გარეშე!!! გმირი!!!
დათო
18:54 27-07-2019
2
ხალხო სად უყურებთ,ღმერთი არა გწამთ?გადავაბრუმე კომპიუტერი.ყოჩაღ ნიკა!კაცი განწყობაზეა და იგებს.შეცდომა კი მეტი იმას მოსდის,ვინც უტევს და რისკავს.ჩაიდონ და ღეჭონ ახლა ძირს ნაგდები საღეჭი რეზინა,ზოგიერთებმა,მე კი თუნდაც სულ არ ვუყურებ,ოღონდ ნიკამ გაიმარჯვოს
სოსო
19:50 27-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული