ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


alt
-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე არ ვიცი, ვინ წერს ამ სტატიებს,მაგრამ ყოჩაღ თქვენ.ეხლა საქართველოში,ალბათ ღამის 3 საათია.მე ნიუიორკში ვცხოვრობ და აქ საღამოს 6 საათია.ბასილაშვილმა სულ ეხლახან წააგო და ვიღაც ღამის 3 ზე წერს სტატიას.საღოლ ძმაო თქვენ.სხვათაშორის,რასაც ვაკვირდები,სულ ასეა.აი მესმის ოპერატიულობა
ლევან
02:23 09-08-2019
0
ოხ ნიკა რა დასანანი მარცხი იყო, არაუშავს გული არ გაიტეხო უფრო მეტი ვარჯიში და წარმატებებიც მოვა. ნიკას ჩაწოდება რომ ჰქონდეს საშუალოზე უფრო მეტი, იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ვარსკვლავი და პრეტენზია ექნებოდა მასტერსის თუ დიდი მუზარადის ჩემპიონობის. ამერიკის ღიაზე ველოდებით მინიმუმ მეოთხედ ფინალს
ზიზუ
04:11 09-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული