ინციდენტი მონრეალის მასტერსზე - დომინიკ ტიმმა ქომაგს ლამის მობილური დაუმტვრია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მონრეალში მიმდინარე მასტერსზე ჩოგბურთში დომინიკ ტიმისა და მარინ ჩილიჩის მატჩის წინ სახალისო ეპიზოდი მოხდა.

შეხვედრის დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, ავსტრიელი და ხორვატი ჩოგბურთელები ხურდებოდნენ და ერთ-ერთი ეპიზოდში ტიმმა ბურთი გულშემატკივრის მობილურ ტელეფონს მოარტყა.

თუ კადრებით ვიმსჯელებთ, გულშემატკივარს საკუთარი სმარტფონის ვიდეოკამერა ჩართული უნდა ჰქონოდა და წესით, საინტერესო კადრი უნდა დაეფიქსირებინა.

საბედნიეროდ, მობილური ტელეფონი გატეხვას გადაურჩა და დომინიკმაც მაშინვე მოუბოდიშა გულშემატკივარს.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული