ნიკოლოზ ბასილაშვილის ვარსკვლავებით სავსე ბადე ცინცინატის მასტერსზე

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ცინცინატის მასტერსზე, რომლის პირველ შეხვედრაშიც ქართველი ჩოგბურთელი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში დაამარცხა.

უფრო საინტერესო ნაწილი ნიკოლოზისთვის მაშინ დაიწყება, თუ პირველ წრეს გადალახავს.

მეორე წრეში მისი სავარაუდო მეტოქეები სტანისლას ვავრინკა (23) ან გრიგორ დიმიტროვი (74) იქნებიან. ვავრინკას 3 დიდი სლემი აქვს მოგებული, დიმიტროვი კი ერთ დროს მსოფლიოს მე-3 ჩოგანი იყო. აქვე ვიტყვით, თუ ნიკოლოზმა მესამე წრეში გასვლა მოახერხა, იქ თვით როჯერ ფედერერი დახვდება, თუმცა ამისთვის 2 რთული შეხვედრის მოგებაა
საჭირო.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, რომელშიც მან 2017 წელს გააღწია. სხვათა შორის 2017 წელს ცინცინატის მასტერსი გრიგორ დიმიტროვმა მოიგო. შარშან კი, ბასილაშვილს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, ქულები დასაცავი არ აქვს.

ნიკოლოზი წინა კვირასთან შედარებით, რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 2020 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. მისი დაქვეითება მონრეალის მასტერსზე გაელ მონფილსის კარგმა შედეგმა გამოიწვია. აღსანიშნავია ის, რომ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ავიდა 2000+ სარეიტინგო ქულაზე.

რაც შეეხება ცინცინატის მასტერსს, მისი მთლიანი საპრიზო თანხა 6 056 280 დოლარი გახლავთ, გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ბასილაშვილსა და რუბლიოვს შორის შეხვედრა ხვალ, 13 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკმაოდ ძნელ ბადეში მოხვდა ნიკა !!! ფედერერი, ვავრინკა, დმიტროვი, მედვედევი, ციციპასი, ვერდასკო, კარლოვიჩი...!!! მაგრამ ორი წრის გავლა შეუძლია , აი მესამე...!!! გუშინ უყურეთ ალბათ ნადლი- მედვედევის ფინალს ტორონტიში!!! მედვედევი, რომელიც ალბათ დღესდღეისობით არის, სამეულის შემდეგ ყველაზე სტაბილური ჩოგბურთელი, და არის საუკეთესო ფორმაში ნადალთან სამარცხვინოდ დამარცხდა 6:3, 6:0!!! ახალი ინფო: ნადალმა უარი განაცხადა ცინცინატში მონაწილეობაზე!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
13:04 12-08-2019
1
https://live-tennis.eu/en/atp-live-ranking ამ ლინკზე რომ შევდივარ ისე ჩანს, რომ პირველი ათეულიდან მარტო მედვედევი და ფონინი იღებენ ცინცინატის ტურნირზე მონაწილეობას და ვინმემ იცით რა ხდება? ჯოკოვიჩი და ფედერერიც ხომ არ მოეხსნენ ტურნირიდან? არადა მოუთმენლად ველი ნიკოლოზი როგორ დაამარცხებს ჩოგბურთის მეფეს და აგრძნობინებს რომ მისი დრო უკვე წავიდა :)
მალხაზი
18:45 12-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული