ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ანდრეი რუბლიოვთან (70) 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა, რომელსაც ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია.

2-საათიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, სადაც 2017 წელს გავიდა. შარშან ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ქულები დასაცავი არ ჰქონდა და რეიტინგში მე-17 პოზიციაზე დარჩა.

ამერიკის ღია პირველობის წინ ბასილაშვილი აშშ-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 056 280 დოლარია, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
კარგით ხალხო აგერ ფედერერიც ყომარობს "უეჭველი" თორემ რუბლევი როგორ მოუგებდა აბა? ვავრინკამაც ალბათ მაგარი კუში მოხსნა რუბლევს რომ "მოაგებინა" არა?
მალხაზი
16:01 16-08-2019
0
აგერ შტრუფმა ვავრინკა გააგდო,რუბლევმა ციციპასი ,იზნერი გავარდა.სულ ტოტოს ბრალია არა?
თამაზი
00:19 15-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული