22 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს (163) 2:6, 6:2, 7:5 სძლია.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ბოლქვაძემ ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა.
კვალიფიკაციის მესამე რაუნდში ბოლქვაძე ჩინელ შილინ ქსუს დაუპირისპირდება, რომელმაც რუს ვარვარა ფინკს 6:3, 6:2 მოუგო.
ჩინელის ძლევის შემთხვევაში, ბოლქვაძე ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.
ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა ორივე შეხვედრაში, არ გატყდა ფსიქოლოგიურად და ბოლომდე იბრძოლა. ასე შემართებით თუ გააგრძელებს თამაშს, დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვა დიდი წარმატებები ...