US OPEN: ყოჩაღ - მარიამ ბოლქვაძემ მესამე მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში გავიდა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია.

ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში.

შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, ხოლო მეორე ეტაპზე  სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე
ქალებში, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი გამოცდა ელის მარიამს დღევანდელი საღამოს მატჩში.24 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ბერნარდა პერა(69) შინ თამაშობს, ფავორიტია და ეცდება ჩვენებურის დამარცხებას.(ექვსი დღის წინ მოუგო ბარბარა სტრიცოვას32).დიდი იმედი მაქვს მარიამის სპორტულად და ფსიქოლოგიურად მზადყოფნის.განსაკუთრებით აღსანიშნავია,რომ მაგდალენა რიბარიკოვას მომგებ კორეელთან მარიამი მესამე სეტს 0-3 აგებდა და ბოლოს მაინც მოიგო! მჯერა,რომ იგი უბრძოლველად არაფერს დათმობს! სულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ მარიამ ბოლქვაძეს!
....
26 აგვისტო 2019 17:43
0
dzal
iaan kargiaaaaa midi ahenicii davangriot stereotipi ro qal
ebi argvyvaavs qartvelebs sheni fani var
soso
24 აგვისტო 2019 12:55
0
ყოჩაღ მარიამ, სულ ასე გაგვახარე!
sormona
24 აგვისტო 2019 11:27
0
ყოჩაღ.გისურვებ წარმატებებს.
მარკი
24 აგვისტო 2019 10:07
0
ყოჩაღ მარიამ!რა დასამალია და ამდენის იმედი არ მქონდა.წარმატებულ ტალღაზე ხარ და ეცადე მაქსიმალურად დიდხანს გაჰყვე.წარმატებები შენც,ოქსანასაც და ნიკასაც.
სოსო
24 აგვისტო 2019 08:38
1
მარიამს წარმატებები .. მაგრამ ძალიან გაუჭირდება მეორე სეტშიც სამედიცინო პერსონალი გამოიძახა ტრავმა აუწხებს შეხვეული ფეხით თამაშობს ისედაც .. ისე სიმართლე რომ ვთქვა მე მარიამის უმცროსი დის უფრო მეიმედება ბევრად მეტი პოტენციალი და ნიჭი აქვს გაბარიტებითაც ბევრად დიდია.
დათუნაშვილი
24 აგვისტო 2019 04:56
0
პირველ ეტაპზე ჰიზერ უოტსონის იოლად 6:4, 6:2 მოგების შემდეგ დიდი იმედი გაჩნდა,რომ მარიამი ძირითად ბადეში მოხვდებოდა.ჰიზერ უოტსონს დამარცხებული ჰყავს:-კონტავეიტი,ზაბალენკა, სევასტოვა,ვეკიჩი,ალექსანდროვა!
დიდი მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის! წარმატებები ვუსურვოთ მარიამ ბოლქვაძეს! ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!
გიოშა
24 აგვისტო 2019 02:29
1
მარიამ ბოლქვაძის ძირითადი ბადის პირველი ეტაპის მოწინააღმდეგეა ამერიკელი ჩოგბურთელი ბერნარდა პერა(69).მატჩი გაიმართება ორშშაბათს 26 აგვისტოს,დასაწყისი 19-00 საათზე
გიოშა
24 აგვისტო 2019 09:57
0
ჰიზერ უოტსონს ასევე დამარცხებული ჰყავს - სტრიცოვა, კენინი, პავლიუჩენკოვა.
გიოშა
24 აგვისტო 2019 07:47
0
წარმატებები მარიამს!
a.a.
24 აგვისტო 2019 02:27
0
ბრავო მარიამ! Flashscore-ზე ანგარიშის ყურება ლაივში რა საშინელება ყოფილა:)) ჩოგბურთის Live ლინკების საიტი თუ იცით ვინმემ დადეთ რა. აბა წავიდა ნერვიულობა ორშაბათიდან, გამარჯვებები მარიამს და ნიკას!!!
Nike
24 აგვისტო 2019 02:15
0
ლეილა მესხი ------------------------------ მარიამ ბოლქვაძე
ადმინ,არ დამიჯერე და დაბლოკე ეს რომ დავწერე-პირველ ეტაპზე მარიამის მიერ ჰიზერ უოტსონის იოლად 6:4, 6:2 მოგების შემდეგ.ჰიზერ უოტსონს დამარცხებული ჰყავს:-კონტავეიტი,ზაბალენკა, სევასტოვა,ვეკიჩი,ალექსანდროვა!!!
დიდი მადლობა მარიამ ჩვენი გახარებისთვის!!! წარმატებები ვუსურვოთ მარიამ ბოლქვაძეს!!! ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!!!
გიოშა
24 აგვისტო 2019 02:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული