US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.

შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას  დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას
7:6, 7:6 მოუგო.

მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 28 /
სასიამოვნოდ გავოცდი, გილოცავთ მარიამ....
გიორგი 50
26 აგვისტო 2019 21:39
0
ეს რა მაგარი გოგოა! ასეთი გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი მისცა ნეტა ყველა ქართველ სპორტსმენს! წარმატებები მარიამს! შენი ფანი ვარ დღეიდან!
cotne
26 აგვისტო 2019 21:38
0
ვენაცვალე, იმენა ემოციებს ვერ ვიკავებ მსაჯებმა ხომ გაწირეს მაგრამ რამდენი ჩელენჯი აიღო იმდენი მართალი იყო, სრული ქართული ჯიგარით ითამაშა, მსაჯებს და პერას ორივეს მოუგო გენაცვალე მარიამ აბა შე იცი შეგიძლია გაცილებით მეტი ყველას გილოცავთ
ალექსანდრე
26 აგვისტო 2019 21:36
3
ამ ქართველებს ყველაფერში მსაჯები რომ არ გჩაგრავდნენ, დეიპყრობდით მსოფლიოს.
odala
27 აგვისტო 2019 00:40
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული