მსოფლიოს მე-4 ჩოგანი 87-ე ჩოგანთან წაგების შემდეგ: ეს მე არ ვიყავი

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე პირველივე წრეში მსოფლიოს 87-ე ჩოგანთან, იტალიელ ტომას ფაბიანოსთან 4 სეტში წაგების (4:6, 6:3, 3:6, 2:6) შემდეგ usopen-თან კომენტარი გააკეთა.

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ტურნირის წინ ვამბობდი, რომ ერთ მატჩს ჩავატარებ, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება-მეთქი. პირველი ორი სეტის შემდეგ ძალიან დავიღალე. იდეალური ფორმისგან შორს ვარ და ასეთ ვითარებაში გამარჯვება რთულია.

მე კორტზე იმ იმედით გამოვედი, რომ ჩოგბურთში, ორკვირიან ტურნირზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩემს შემთხვევაში კარგი არაფერი მოხდა.

ვულოცავ მოწინააღმდეგეს, გამიხარდა
მისი წარმატება. მე ტომასის თამაშის შეფასება არ შემიძლია, რადგან ის დომინიკ ტიმს არ ეთამაშებოდა. ეს მე არ ვიყავი", - თქვა ტიმმა.

25 წლის ტიმის საუკეთესო შედეგი ამერიკის ღია ჩემპიონატზე მეოთხედფინალია, სადაც ის გასულ წელს გავიდა და რაფაელ ნადალთან 5-სეტიან ურთულეს ბრძოლაში დამარცხდა. მართალია, ტიმმა 350 სარეიტინგო ქულა დაკარგა, თუმცა რეიტინგში დაქვეითება არ ელოდება, თუ დანილ მედვედევი დიდ სენსაციას არ შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
... ტიმი, ხაჩანოვი, ფონინი, ციციპასი!!! ათეულის 4 მოთამაშე პირველივე წრეში დამარცხდა და გამოეთშა ტურნირს!!!
დათო
14:03 28-08-2019
0
... ბაუტისტა-აგუტი გამომრჩა ტოპ 10-დან !!!! ასევე გამოეთიშა ტურნირს ოჟე ალიასიმი!!!
დათო
14:53 28-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული