US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (151) მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.

27 წლის პლიშკოვა, რომლის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა, აშკარა ფავორიტი იყო და მარიამს მატჩში, რომელიც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა, ორ სეტში მოუგო.

ტურნირზე აქამდე ბოლქვაძემ ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5,  ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 და ამერიკელი ბერნარდა პერა (65) 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა.

ბოლქვაძე
2018 წლის მარტში რეიტინგში 569-ე ადგილზე იყო, შემდეგ ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა და ახლა 151-ე პოზიციაზეა, რაც უდავო წარმატებაა. გაგრძელებას ველით. უთუოდ!

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"
მკითხველის კომენტარები / 19 /
წაგების მიუხედავად ძალიან ვისიამოვნე მისი თამაშის ყურებით,თუ დააკვირდით პუბლიკაც მის მხარეს იყო ძირითადად,ეს კიდევ პატარა ამბავი ნამდვილად არაა როცა საქმე US OPEN-ის ცენტრალურ კორტს ეხება :) შეცდომებზე იმუშავოს და დიდ მიზნებს მიაღწევს...
ლაშა
28 აგვისტო 2019 21:44
2
მასე გააგრძელე, მაგარი ხარ.
777
28 აგვისტო 2019 22:09
0
პლიშკოვამ თამაში მოწოდების ხარჯზე მოიგო. თორემ თამაში თანაბარი იყო, მარიამი კიდეც სჯობდა.
მირიან
28 აგვისტო 2019 23:04
0
წარმატებები მარიამ...
irakli
28 აგვისტო 2019 22:05
0
წარმატებები მარიამ!!! სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, პუბლიკაც როგორ კეთილგანწყობილი იყო, მსაჯმა ბოლოს მადლობაო ქართულად უთხრა:)
123456
29 აგვისტო 2019 10:44
0
მარიამ, მარიამობას გილოცავ! გაიხარე და სულ გამარჯვებებით გევლოს. გაგეხარებინოს შენი ოჯახი და მთელი საქართველო.
გიზოგ
29 აგვისტო 2019 09:41
1
ორი ხელით ჩოგნის ჭერა ელასტიურობას ზღუდავს ასევე სისწრაფეს .
რა ვთქვა ?
29 აგვისტო 2019 00:23
10
გერმანელმა ევროსპორტის კომენტატორებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ფორჰენდს, ჩაწოდების სტაბილურობასა და სიმძლავრეზე კი აშკარად სამუშაო აქვს. ხშირად მეორე მოწოდება უფრო სწრაფი იყო, ვიდრე პირველი. თუმცა რამდენიმე ისე კარგად ჩააწოდა, რომ აშკარად აქვს პოტენციალი. ამასთან, უდავოდ ნიჭიერია და თამაშს კარგად კითხულობს, რისი მარტო სწავლა თითქმის შეუძლებელია, ამას ნიჭიც უნდა. ასეთი დონის ტერნირებზე თამაში კარგ და აუცილებელ გამოცდილებას შეძენს.
gt
29 აგვისტო 2019 15:59
0
ლაივში ვუყურე თამაშს,...
საოცარი შეგრძნებაა - ქომაგობ და გეამაყება,...
გენაცვალე შენ, კარგო გოგო,...
zaza tbilisi
29 აგვისტო 2019 13:56
0

სიახლეები პოპულარული