US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (151) მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.

27 წლის პლიშკოვა, რომლის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა, აშკარა ფავორიტი იყო და მარიამს მატჩში, რომელიც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა, ორ სეტში მოუგო.

ტურნირზე აქამდე ბოლქვაძემ ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5,  ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 და ამერიკელი ბერნარდა პერა (65) 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა.

ბოლქვაძე
2018 წლის მარტში რეიტინგში 569-ე ადგილზე იყო, შემდეგ ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა და ახლა 151-ე პოზიციაზეა, რაც უდავო წარმატებაა. გაგრძელებას ველით. უთუოდ!

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"
მკითხველის კომენტარები / 19 /
გერმანელმა ევროსპორტის კომენტატორებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ფორჰენდს, ჩაწოდების სტაბილურობასა და სიმძლავრეზე კი აშკარად სამუშაო აქვს. ხშირად მეორე მოწოდება უფრო სწრაფი იყო, ვიდრე პირველი. თუმცა რამდენიმე ისე კარგად ჩააწოდა, რომ აშკარად აქვს პოტენციალი. ამასთან, უდავოდ ნიჭიერია და თამაშს კარგად კითხულობს, რისი მარტო სწავლა თითქმის შეუძლებელია, ამას ნიჭიც უნდა. ასეთი დონის ტერნირებზე თამაში კარგ და აუცილებელ გამოცდილებას შეძენს.
gt
29 აგვისტო 2019 15:59
0
ლაივში ვუყურე თამაშს,...
საოცარი შეგრძნებაა - ქომაგობ და გეამაყება,...
გენაცვალე შენ, კარგო გოგო,...
zaza tbilisi
29 აგვისტო 2019 13:56
0
წარმატებები მარიამ!!! სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, პუბლიკაც როგორ კეთილგანწყობილი იყო, მსაჯმა ბოლოს მადლობაო ქართულად უთხრა:)
123456
29 აგვისტო 2019 10:44
0
მარიამ, მარიამობას გილოცავ! გაიხარე და სულ გამარჯვებებით გევლოს. გაგეხარებინოს შენი ოჯახი და მთელი საქართველო.
გიზოგ
29 აგვისტო 2019 09:41
1
ორი ხელით ჩოგნის ჭერა ელასტიურობას ზღუდავს ასევე სისწრაფეს .
რა ვთქვა ?
29 აგვისტო 2019 00:23
10
მარიამობას გილოცავ დიდო ტალანტო. ქართველი გულშემატკივრის სახელით გიხდი
დიდ მადლობას იმისთვის, რაც შენ გააკეთე. ჩვენს თვალში უკვე ჩემპიონი ხარ.
გამარჯვებები კი წინ გელის. შენს ქართველობას, ქართულ
ჯიგარს და ქალობას გაუმარჯოს!!!
პავლე
28 აგვისტო 2019 23:13
1
პლიშკოვამ თამაში მოწოდების ხარჯზე მოიგო. თორემ თამაში თანაბარი იყო, მარიამი კიდეც სჯობდა.
მირიან
28 აგვისტო 2019 23:04
0
ძალიან მაგარი გოგოა!!! მარტო ჩავიდა ტურნირზე, მწვრთნელის გარეშე!!! ჩვენ ძალიან გვინდოდა და იმედს ვიტოვებდით, მაგრამ პლიშკოვას დამარცხება თითქმის შეუძლებელი რომ იყო ეს ვიცოდით!!! პლიშკოვას ბოქსში მთელი გუნდი იჯდა, მარიამის ბოქსში კი მისი მეგობრები!!! კარგი გამოცდილება მიიღო ამ ტურნირზე მარიამმა, WTA -ში ჩაეწერა, უფრო მოტივირებული გახდება და ეს დაეხმარება მას შემდგომ გამარჯვებებში!!! მთავარია ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი !!! წარმატებები მარიამ!! ძალიან გაგვახარე!!! პ.ს. ანა ივანიშევიჩს მაგონებს, როგორც სილამაზით ,ასევე თამაშის სტილით!!!
დათო
28 აგვისტო 2019 22:48
0
გენაცვალე მარიამ კარგი გოგო ხარ, მარიამს ნუ გავაკრიტიკებთ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მოწოდებას მოუმატებს ეტაპობრივად და ბურთის გათამაშება რომ შეუძლიან აშკარად ჩანს, წარმატებები უსურვოდ მარიამს და ამ წელს 100 ულში შესვლა მინიმუმ
ზიზუ
28 აგვისტო 2019 22:26
0
წაგება,რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო.თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რეიტინგს რომ შეხედავ,ყველაფერი გასაგებია.საწაული მარიამის გამარჯვება იქნებოდა,თუმცა მარიამმა ისეთი გამოცდილება და დადებითი მუხტი მიიღო,რომ ეს აუცილებლად დაეხმარება შემდგომ წარმატებებში.მარიამმა ისეთი ტრავმისაგან აღიდგინა ფორმა,რომ მჯერა,მისი მთავარი გამარჯვებები,ჯერ წინაა.
სოსო
28 აგვისტო 2019 22:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული