საქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს

AutoSharing Option
13-14 სექტემბერს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრები სრულ მზადყოფნაში არიან მომავალი მატჩისთვის. გიორგი ცივაძე ზაფხულის ბოლო ტურნირზე მინსკში ასპარეზობდა. ტრავმის გამო ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, სანდრო მეტრეველი თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება და ბოლო ორი თვეა გერმანიაში, ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირებზე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ბაკში შეუერთდება, რომელიც ბოლო წლებია ოკლაჰომას უნივერსტეტის ნაკრებში ასპარეზობს და ნაკრების პირველი ნომერია. წელს ასევე ახალგაზრდა ჩოგბურთელები შეუერთდებიან
ნაკრებ გუნდს. საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე დევისის თასის გუნდში თბილისში ჩატარებული შესარჩევი მატჩების წყალობით მოხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძეა.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოსლოში გასამართ მატჩებზე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები ოსლოში 9 სექტემბერს გაემგზავრება.

მომზადებულია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტიპი ფულის შოვნაზეა გადასული და თქვენ კიდევ მისი გულშემატკივრობით იკლავთ თავს.საქართველოს ნაკრებში რატომ უნდა გადაიღალოს თავი? აბა ფულს აძლევდნენ თუ არ ითამაშებს.წინა გათამაშების დროსაც რაღაც აიტკივა და არ მონაწილეობდა. ქვეყანის სახელს მაგი არ არგია და მაგას ტუ რა შემოსავალი ექნება,ეგ კიდევ მე არ მაინტერესებს.
mamulo
03 სექტემბერი 2019 17:51
4
ერთ კითხვიანი ინტერვიუ მაინც ჩამოართვით - "რა გჭირს?" ნუ ისიც გიპასუხებთ "არაფერი" და რაღაცას მაინც გავიგებთ თორე მგონია რომ ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა სავარჯიშოთ :)
გუგა
03 სექტემბერი 2019 13:40
0
რას ნიშნავს ნაკრებს "ვერ დაეხმარება" ?
11
03 სექტემბერი 2019 11:54
1
ნამდვილად გამიკვირდა. თუ ჩვენ კომენტარებს კითხულობს, მიხვდებოდა როგორ უყვართ საქართველოში, როგორ გულშემატკივრობენ. მე ღამეებიც გამითენებია და ევროსპორტპლეიერზე 5$ გადამიხდია მაგის თამაში რომ მეყურებინა და, ასე მჯერა და რა ვქნა, დადებითი მუხტი გამეგზავნა მისთვის. ნიკა, ნამდვილად მინდა რომ დაწერო სადმე - მარჯვენა ხელი მაგრად მაწუხებდა, მომავალში ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ.
alexandre
03 სექტემბერი 2019 11:45
1
ამისთვის ვგულშემატკივრობთ რომ ნაკრებში არ ითამაშოს????????
sormona
03 სექტემბერი 2019 09:59
5
ბახტაძეც რა დროს გადადგა თორემ ხო გადააფიქრებინებდა :/
გელა
03 სექტემბერი 2019 00:18
5
ჩაგეთვალა
თამაზი
03 სექტემბერი 2019 13:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული