ჯოკოვიჩი, ნალბანდიანი, ბასილაშვილი - ანდრეას სეპიმ საუკეთესო "ბექჰენდი" დაასახელა

AutoSharing Option
35 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ანდრეას სეპიმ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია, ATP ტურის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუს დროს სხვადასხვა სათამაშო კომპონენტში საუკეთესოები დაასახელა და "ბექჰენდის" შეფასებისას, საუკეთესოებს შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც დაასახელა ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც დავიდ ნალბანდიანი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.

"საუკეთესო "ბექჰენდის" არჩევა ძალიან რთულია, თუმცა მე ორი ხელით შესრულებულ "ბეჰქენდს" ავირჩევ. ძალიან მომწონდა დავიდ ნალბანდიანის მიერ შესრულებული "ბექჰენდი". ის იმ იშვიათთაგან ერთ-ერთი იყო, ვისაც "ბექჰენდით" ნებისმიერი კუთხის აღება შეეძლო, მოკლე კუთხე, ხაზთან ახლოს და ამას ძალიან იოლად აკეთებდა. მე
მართლაც მოხიბლული ვიყავი.

კეი ნიშიკორის "ბექჰენდიც" მომწონს, მისიც ისე ჩანს, თითქოს ძალიან მარტივად გამოსდის. ვფიქრობ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის "ბექჰენდი" კარგია, განსაკუთრებით, მიღების დროს. თან ყოველთვის კარგად იყენებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან მომწონს "ბექჰენდზე", რადგან ის ძალიან სწრაფად თამაშობს. ის ძალიან სწრაფად და ეფექტურად ანაწილებს დროს. თუმცა, თუ 1-ის არჩევა მომიწევდა, ალბათ ნალბანდიანს ვიტყოდი", - განაცხადა იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელსაც კარიერაში 10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული.

მრავლისმეტყველია, როცა გამოცდილი ჩოგბურთელი ნიკოლოზის სათამაშო კომპონენტს ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს. ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია; სტაბილურობით გამორჩეულ კეი ნიშიკორისაც კარგად იცნობს ჩოგბურთის გულშემატკივარი; დავიდ ნალბანდიანი, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სომხური წარმოშობის არგენტინელი, შესანიშნავი ჩოგბურთელი იყო. რომ არა რაფასა და როჯერის ერაში ყოფნა, ალბათ, მსოფლიოს პირველი ჩოგანიც გახდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ფაქტია, რასაც ამბობს !!! სასიამოვნოა ამის წაკითხვა!!!
დათო
15:40 27-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული