ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 9 პოზიციით დაქვეითდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე განცდილი მარცხის გამო 455 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მე-17 პოზიციიდან რეიტინგში 26-მდე დაქვეითდა.

შარშან, ამავე დროს, ნიკოლოზი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი იყო, ახლა კი ტოპ-20-ში დასაბრუნებლად შანხაის მასტერსზე კიდევ 3 თამაშის მოგება დასჭირდება, რაც შეუძლებელი ნამდვილად არ გახლავთ.

მოგეხსენებათ, ნიკოლოზმა შანხაის პირველი წრე უკვე დაძლია და მეორე ტურში ფრანგ ბენუა პაირსა და იტალიელ მარკო ჩეკინატოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული