რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელიც ლინცის ტურნირიდან მოეხსნა, ისაუბრა, თუ როგორ მიდის მისი აღდგენის პროცესი.
ჩოგბურთელმა ასევე კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გამოთქვა აზრი.
"ყველაფერს ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ზეწოლის ქვეშ არ ვარ.
მთავარია, სეზონისთვის კარგად მოვემზადო და ახალი წელი წარმატებულად დავიწყო. თვალებში ცეცხლი ჯერ კიდევ მინთია და ვიცი, რა არის საჭირო მომავალში წარმატებისთვის.
როცა აქ, ლინცში მოვიგე 2006 წელს, არ ვფიქრობდი, რომ დღემდე კიდევ ვითამაშებდი.
მინდა საკუთრ თავსა და სხეულს საუკეთესო შესაძლებლობები მივცე თამაშისთვის. მიყვარს
სპორტის ეს სახეობა, მაგრამ სხვა მიზნებიც მაქვს ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ ვინ იცის, წინ რა გველოდება", - ციტირებს შარაპოვას ლინცის ტურნირის ოფიციალური საიტი.