ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ უიმბლდონის პირველ წრეში დამარცხების შემდეგ ივლისის ყველა ტურნირი გამოტოვა და დასასვენებლად შეყვარებულთან, 39 წლის მილიონერ ალექს გილკსთან ერთად იტალიაში გაემგზავრა.
იტალიურ სოფელ პოზიტანოში წყვილი პაპარაცებს მაინც ვერ დაემალა და საკმაოდ პიკანტური ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა.
სპორტსმენსა და აუქციონის სახლის, Paddle8-ის დამფუძნებლის რომანის შესახებ იანვარში გახდა ცნობილი, როცა წყვილი აეროპორტში შეამჩნიეს.