10 ოქტომბერს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მესამე წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან, ავსტრიელ დომინიკ ტიმთან 2 სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზი, სამწუხაროდ, თავისი საუკეთესო თამაშისგან ძალიან შორს იყო და დადებით საჩოგბურთო უნარებს მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებდა, რაც მსოფლიოს მე-5 ჩოგანის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სასწაული თამაში არც ავსტრიელს უჩვენებია, თუმცა ქართველზე ნაკლები შეცდომა დაუშვა.
ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 90 სარეიტინგო ქულა და 92, 175 დოლარი გამოიმუშავა. ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, განახლებულ რეიტინგში, დიდი ალბათობით, 22-ე ჩოგანი იქნება.