ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მე-3 წრეში გასვლისთვის 90 სარეიტინგო ქულით დაჯილდოვდა და ATP-ის რეიტინგშიც დაწინაურდა.
ნიკოლოზი ჩინეთის ღია ჩემპიონატზე ტიტულის ვერდაცვის გამო მე-17-დან 26-ე პოზიციამდე დაქვეითდა, თუმცა ახლა 2 პოზიციით წინ წაიწია და მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახლავთ. შარშან, ამავე დროს, ნიკოლოზი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახლდათ.
როგორც იცით, ბასილაშვილი წლის ბოლოს მარჯვენა ხელზე ოპერაციას გაიკეთებს, ხოლო იქამდე რომელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.