ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოვა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 ოქტომბრიდან ვენის ტურნირში ჩაერთვება, რომელიც 500-იანთა კატეგორიაში შედის.

ნიკოლოზმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე 2018 წელსაც იასპარეზა. შარშან ბასილაშვილის პირველ წრეში დამარცხება მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა, სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა სამ სეტში (4:6, 7:6, 6:3) მოახერხა. შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ ანდერსონი გახდა.

აქედან გამომდინარე, ბასილაშვილს ქულები ავტომატურად დაცული აქვს, რადგან ძირითად ბადეში გახლავთ და მისი მეტოქე ბადის კენჭისყრის დროს გახდება ცნობილი.

წელს შეჯიბრების პირველი ნომერი და ფავორიტი მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი გახლავთ, რომელმაც შანხაის მასტერსი
სეტის დაუთმობლად მოიგო.

ვენის ტურნირის გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასა და 474,295 ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
"ბასილაშვილს დასაცავი ქულები ავტომატურად დაცული აქვს"
2
ძვირფასო სტატიის ავტორო
ერთი პატარა შესწორება: 500-იანი ტურნირები მასტერსის კატეგორიას არ განეკუთვნება. მასტერსის ტურნირები 1000 ქულიანია.
მალხაზი
16:47 17-10-2019
0

სიახლეები პოპულარული