ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოვა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 ოქტომბრიდან ვენის ტურნირში ჩაერთვება, რომელიც 500-იანთა კატეგორიაში შედის.

ნიკოლოზმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე 2018 წელსაც იასპარეზა. შარშან ბასილაშვილის პირველ წრეში დამარცხება მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა, სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა სამ სეტში (4:6, 7:6, 6:3) მოახერხა. შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ ანდერსონი გახდა.

აქედან გამომდინარე, ბასილაშვილს ქულები ავტომატურად დაცული აქვს, რადგან ძირითად ბადეში გახლავთ და მისი მეტოქე ბადის კენჭისყრის დროს გახდება ცნობილი.

წელს შეჯიბრების პირველი ნომერი და ფავორიტი მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი გახლავთ, რომელმაც შანხაის მასტერსი
სეტის დაუთმობლად მოიგო.

ვენის ტურნირის გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასა და 474,295 ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მედვედევმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა!!!
დათო
12:09 18-10-2019
0
ბასილაშვილს დასაცავი ქულები ავტომატურად დაცული აქვს, რომლის დაცვასაც დიდი ალბათობით მოახერხებს
მინდია
17:04 17-10-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული