საჩოგბურთო ვებგვერდმა tennishead.net-მა მსოფლიოს 24-ე ჩოგანთან, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

"ძალიან მენატრება სამშობლო. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მომწონს სახლში ყოფნა. ვფიქრობ, ყოველთვის საქართველოში მინდოდა ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ყველა ქართველს უყვარს საკუთარი ქვეყანა", - ამბობს ნიკოლოზი.

იქიდან, საიდანაც ბასილაშვილია, მსოფლიო დონის ჩოგბურთელები იშვიათად მოდიან, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის საჩოგბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე სწორედ ქართველი ალექსანდრე მეტრეველი იყო. ნიკოლოზისთვის კი ფავორიტი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომელიც 1998 წელს უიმბლდონის იუნიორთა ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბასილაშვილის ოჯახში ჩოგბურთს არავინ თამაშობდა, თუმცა მამამისმა, რომელიც მოცეკვავე გახლდათ, საკუთარი შვილი ჩოგბურთზე 5 წლის ასაკში შეიყვანა.

"ვერ ვხვდები, ჩემთვის ჩოგბურთი როგორ აარჩია. მართლაც უცნაური გადაწყვეტილება იყო. თითქოს, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია", - თქვა ბასილაშვილმა.

საქართველოში არც ისე ბევრი საჩოგბურთო კლუბია. ბასილაშვილმა ჩოგბურთის სწავლა ლეილა მესხის აკადემიაში, თბილისში დაიწყო.

"5 წლის ასაკიდან მოყოლებული, ჩემს საჩოგბურთო კარიერაზე მამა ძალიან სერიოზულად ფიქრობდა. მან მე ძალიან ბევრი რამ მომცა. მისი უდიდესი დამსახურებით ვარ იქ, სადაც ვარ.

ჩემს ოჯახს ბევრი ფული არასდროს ჰქონია, მამა კი ყოველთვის მეხმარებოდა და სხვადასხვა შეჯიბრებაზე მანქანით დავყავდი, ევროპაშიც კი. ტურნირებისკენ ძალიან დიდი მოგზაურობები გვქონდა და ხშირად გვიწევდა მანქანაში ან კარავში ძილი."

12 წლის ასაკში მამამ ბასილაშვილი აშშ-ში წაიყვანა, რადგან განვითარების მხრივ საქართველოში შესაძლებლობები შეზღუდული იყო.

"მამაჩემმა დაუჯერებლად კარგი გადაწყვეტილებები მიიღო ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე და მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოდ ჩემი ფლორიდაში წაყვანა იყო, სადაც "ორენჯ ბოულსა" და "ედი ჰირის" ტურნირებზე ყოველ წელს ვთამაშობდი.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამა ძალიან დამეხმარა. როცა ამერიკაში ვიყავი, მქონდა მომენტები, როცა სრულიად მარტო მიწევდა ყოფნა. ზოგჯერ ძალიან რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერმა დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან შემაჩვია", - აღნიშნა ნიკოლოზმა.

15 წლის ასაკში ბასილაშვილი სათამაშოდ გორინის საჩოგბურთო აკადემიაში გადავიდა, საკრამენტოში, თუმცა 18 წლისა საქართველოში დაბრუნდა. წინ ახალი მიზანი იყო, ის სავარჯიშოდ თურქეთში უნდა წასულიყო, ავსტრალიელი მწვრთნელის, გევინ ჰუპერის მიერ გახსნილ აკადემიაში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ნიკოლოზი თბილისში ცხოვრობდა, მეუღლესა და 3 წლის ვაჟთან ერთად, თუმცა ახლა გერმანიაში ხშირი მოგზაურობა უწევს თავის მწვრთნელ იან დე ვიტთან სამუშაოდ.

"საქართველოში ჩოგბურთის სფეროში ბევრი პრობლემაა. ნამდვილად რთული სიტუაციაა. ბევრი კარგი ჩოგბურთელი ნამდვილად არ მოდის. თუ სხვა ქვეყანაში არ წავლენ, ახალგაზრდებს განვითარების მცირე შანსი აქვთ.

თბილისში რამდენიმე საჩოგბურთო კლუბი გვაქვს. ერთ-ერთს, რომელსაც ჰარდის საფარის კორტები აქვს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ფლობს. ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის იქ ვარჯიში უფასოა, თუმცა ბევრი ჩოგბურთელი არც გვყავს და ამჟამად, საქართველოში საჩოგბურთო სისტემა უმაღლეს დონეზე ნამდვილად არ არის. თბილისს მიღმა მხოლოდ 1 თუ 2 საჩოგბურთო კლუბია. ზამთარში კი ძალიან ძნელია ვარჯიში, რადგან მხოლოდ 5 თუ 6 დახურული კორტია საქართველოში", - ამბობს მსოფლიოს 24-ე ჩოგანი.

"ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ძალას მოითხოვს, მაგალითად, ძალოსნობა, კრივი, ჭიდაობა, საქართველოში უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩოგბურთი. შეიძლება ახლა ჩოგბურთი იზრდება, რადგან ბევრმა ნახა ჩემი შედეგები და მათაც უნდათ თამაში. თან, ტელევიზორშიც უფრო ხშირად აჩვენებენ ჩოგბურთს. ერთმა ტელევიზიამ უფლებებიც კი იყიდა ჩემი მატჩების საჩვენებლად. შარშან, US Open-ის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე საქართველოდან. ხალხმა ჩემი თამაში ტელევიზიით ნახა", - უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ბევრმა ადამიანმა გაიცნო, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქართველები მის საგულშემატკივროდ მიდიან. ნიკოლოზმა ჰამბურგსა და ნიუ-იორკშიც კი აღმოაჩინა ქართული რესტორნები, სადაც შეუძლია მიირთვას ხინკალი, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

"ქართული საჭმელი ძალიან გემრიელია. ძალიან ბევრი ეროვნული კერძი გვაქვს", - სიამაყით ამბობს ნიკოლოზი.

დათო
გაირკვა ნიკას პირველი მეტოქე ვენის ტურნირზე, ეს არის ვერდასკო!!!გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ წრეში მეტოქე იქნება ტიმს და ცონგას შორის გამარჯვებული!!! ისევ ძნელი ბადე აქვს!!! წარმატებები ნიკას!!!
თენგიზ პაჭკორია
ნიკოლოზ,ძალიან ძალიან გვიხარია შენი წარმატებები! იმედია, მომავალ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშებ და როგორც ჩვენი ნაკრების წევრი გაგვახარებ შენი ბრწყინვალე გამარჯვებებით! გაიხარეთ, გისურვებთ ახალ წარმატებებს!
არტაგი
ნიკოლოზ იცოდე, რომ საქართველოში გულშემატკივართა არმია გყავს, რომელთაც შენი გამარჯვებები ძალიან ახარებს!!!....
Geo_Dinamo
საქართველოში ვინც ასე თუ ისე სპორტს თვალს ადევნებს ყველა შენც გულშემატკივრობთ. წარმატებები ნიკოლოზ.
მალაქია
ძალიან ცოტა რამ აქვს ჩვენს ქვეყანას სასიხარულო და ერთ-ერთი შენი წარმატებებია.
გულშემატკივარი
როცა კორტზე გამოდიხარ, სიამაყის გრძნობა მიპყრობს, რომ ქართველებსაც გვყავს შენი სახით მაღალი დონის ჩოგბურთელი. ნიკოლოზ, წარმატებებს გისურვებ, ხელზე ოპერაციას კარგად ჩაევლოს და ახალი სეზონიდან უფრო ძლიერი დაბრუნდი!

ყველანიარად უნაკლო, გარგენობიდან დაწყებული ნამდვილი ვარსაკვლავია
დათო
ღირსეული ქართველი!!! სამაგალითო!!! დარწმუნებული ვარ, ბევრი ატპ ტურის მონაწილე დაინტერესდა საქართველოთი, ნიკოლოზის ტურში გამოჩენის შემდეგ!!!!
roma bejanidze
მაგარი კაცი ხარ ნიკო, წარმატებებს გისურვებ როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში.
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?
ალექსანდრე მეტრეველი: ლიტვა განსაკუთრებით წყვილებშია ძლიერი
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტველთა შემადგენლობა ცნობილია