ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ დღეში 21 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში Erste Bank Open-ის ტურნირში ჩაერთვება. დღეს ცნობილი გახდა საქართველოს პირველი ჩოგანის საასპარეზო ბადე.
საწყის ეტაპზე ქართველი სპორტსმენი ესპანელ ფერნანდო ვერდასაკოს დაუპირისპირდება. ეს მათი მეორე შეხვედრა იქნება, მანამდე ისინი ერთმანეთს ჩინეთში დაუპირისპირდნენ და ბასილაშვილმა ორ სეტში სძლია (7:6; 6:4) .
ესპანელი ამჟამად ATP რეიტინგის მე-40 ნომერია, ხოლო ნიკოლოზი 24-ე პოზიციას იკავებს.
თუ ქართველი ესპანელს კვლავ დაამარცხებს, მერვედფინალში დომინიკ ტიმსა (მე-5 ნომერი) და ვილფრიდ ცონგას (36-ე ნომერი) დაპირისპირებაში საუკეთესოს დაუპირისპირდება.
ტურნირს რაც შეეხება
ჰარდის ტიპის საფარზე ტარდება, 500 ქულიანია და მისი საპრიზო ფონდი 2 433 810 დოლარია.