მსოფლიოს მე-5 ჩოგანი: საკუთარ მიწაზე მოყვანილი პროდუქტით ვიკვებები

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, რომელმაც შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, Tennis World USA-სთან საკმაოდ საინტერესო რამ თქვა.

"დიეტა? უბრალოდ, ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო. როცა სახლში ვარ, ეს ადვილია - აქ მთელი ოჯახი საკუთარ მიწაზე მოყვანილი პროდუქტებით ვიკვებებით, ყველაფერი ნატურალურია. აი, მოგზაურობის დროს კი შესაბამისი რაციონის მოძიება რთულდება.

როცა პროფესიონალურ კარიერას დავასრულებ, აუცილებლად ვეგეტარიანელი გავხდები. ახლა კი, სანამ ვთამაშობ, ხორცზე უარის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა 26 წლის ჩოგბურთელმა.

ტიმი ვენის ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და თუ ცონგას
დაამარცხებს, ბასილაშვილი კი ვერდასკოს, მოკლე ინტერვალში ჩოგბურთელები ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული