22 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის პირველივე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 2:6, 1:6 დამარცხდა.
მატჩში, რომელიც 1 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა, ესპანელი ჩოგბურთელი უპირატესობას მეორე სეტიდან დაეუფლა და გაიმარჯვა.
მეორე წრეში ვერდასკო დომინიკ ტიმსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება.