ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა მწვრთნელმა იან დე ვიტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ავსტრიულ საჩოგბურთო გამოცემა tennisnet.com-ს.

Sportall.ge ინტერვიუს ქართველი მკითხველისათვის საინტერესო ნაწილის თარგმანს გთავაზობთ.

"ორმაგი განცდები მაქვს სეზონის მიმართ. ემოციურად რომ განვიხილო, საშინელი სეზონი გვქონდა. ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, ვერც თამაშის ხარისხის და ვერც შედეგების მხრივ. ყველაფრის გაკეთება რომ მოგვეხერხებინა, რაც დავგეგმეთ, ჩვენს მიზნებთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. დიდი მიზნების მიღწევას მაშინ მოვახერხებთ, თუ დიდი პერიოდის განმავლობაში შეუწყვეტლივ ვარჯიშს შევძლებთ.

რეიტინგში პოზიციები დიდად არ გვანაღვლებს. ჩვენი მიზნები დიდი ტურნირებისკენ მიემართება, გრანდ სლემებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან კარგები ვიყოთ, თუმცა ამ წელს ეს ვერ შევძელით. ამისათვის საჭირო იყო, ნიკოლოზს დიდი ხნის განმავლობაში წყვეტების გარეშე შეძლებოდა ვარჯიში. თუ ამას მოახერხებ, შესანიშნავი ჩოგბურთის თამაშს შეძლებ. დანილ მედვედევი ამის კარგი მაგალითია. მწამს, ეს ნიკოსაც შეუძლია, თუმცა წელს ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ არ ვარ კმაყოფილი 2019 წლით.

თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა და ამის მიუხედავად, 20-ეულთან ახლოს ვართ. ჩოგბურთელს არ უნდა დავუკარგოთ ის, რასაც რთულ სიტუაციებში აკეთებდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია და ეს მხდის თავდაჯერებულს, რომ 2020 წელს უფრო სახიფათოები შეგვიძლია ვიყოთ.

არასდროს ვფიქრობ წარსულზე. ამ სეზონში ძალიან ბევრი მატჩი იყო, რომლებიც არ უნდა წაგვეგო. მინდა 2020-მა წელმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე ჩაიაროს. ამ შემთხვევაში მატჩებს სინანულით აღარ შევხედავთ. არ ყოფილა ამ წელს შეხვედრა, რომლის შემდეგ ვიტყოდით: "დიდი შესაძლებლობა გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ". ვიმეორებ, ძალიან ბევრი თამაში იყო, რომლებიც არ უნდა წაგვეგო, თუმცა უამრავი შეცდომა დავუშვით. მაგრამ განსაკუთრებული და გადაულახავი ამაში არაფერია."

დათო
28-ში პარიზის მასტერსს იწყებს!!! ისევ ალბოტს ხვდება პირველ წრეში!!! მეორე წრეში მეტოქე ფედერერია!!! ძნელ ბადეში მოხვდა ისევ!!! წარმატებები!!!
სიმართლე
კი, ოღონდ ჰოლანდიური ფესვების (წარმოშობის) მქონე გერმანელი
ჰექტორ
იან დე ვიტი გერმანელია. just saying
დათო
ნიკა დე ვიტთან ერთად შეძლებს წარმატებების მიღწევას!! ნიკას ქართველი გულშემატკივარები ამის მოლოდინში ვართ!!! მთავარია ჯანმრთლად იყოს და შედეგები იქნება!!! ამის პოტენციალი აქვს და უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად!!!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო VS რუმინეთი - ვისთვის დასაწყისი, ვისთვის დასასრული - თერთმეტეული
ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში" - სალაჰმა წასვლა გადაიფიქრა და რას ფიქრობს ირაოლა?
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ლიზარაზუ: ხვიჩა გადამწყვეტი იყო - "არსენალი" აკვიატებული იდეით მოქმედებდა
"ვარ თუ არა ლეგენდა?" - ლუის ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სრული დომინაციით! - მერაბ დვალიშვილმა ედგარი უშანსოდ დაამარცხა
"მეც მინდა ჩემი გუნდი პსჟ-სავით თამაშობდეს" - მიკელ არტეტა
"ახალი გამოწვევის დროა" - ლეაომ "მილანის" დატოვების სურვილი გამოთქვა
"ის მსოფლიოში საუკეთესოა" - პსჟ-ს პრეზიდენტი ფინალის შემდეგ
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
"გამარჯვებისაკენ გასაღები რაში იყო?" - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
დაუნახავები - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?
ნიკა, ქართულ სპორტს სჭირდები! - 2021 წელს გულშემატკივარს საუკეთესო ბასილაშვილი უნდა დაუბრუნდეს
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნიკოლოზი ძველ ფორმას იბრუნებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილის მერე პირველად - მარიმ არჩევანი ნიკას ყოფილ დამრიგებელზე შეაჩერა
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ბასილაშვილის მწვრთნელი: ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ასეთი შეჯიბრება არსად მინახავს
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ბასილაშვილის ყოფილი მწვრთნელი მარიმ 2 თვეში გაათავისუფლა - რატომ შეწყვიტა ენდიმ თანამშრომლობა იან დე ვიტთან