გერმანულმა სააგენტო ZDF-მ გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომლის მიხედვითაც, ბელგიურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ჩოგბურთში თამაშების ჩაწყობის შესახებ, რომელშიც გარეული 135 სპორტსმენია და მათ შორის, რამდენიმე სპორტული საიტი ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს.
ამის მიზეზი გახლავთ გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარიგებულ სქემაში ტოპ 30-ის ერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ATP-ის 3 ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ 5 გახლავთ: მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმენი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი.
lance.com პირდაპირ ადებს ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს და წერს, რომ გარიგებაში მონაწილე ტოპ 30-ის
ჩოგბურთელი სწორედ ქართველია. მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს puntodebreak.com-იც.
გერმანული წყაროს ცნობით, პროცესში უკვე FBI ჩაერთო და სწორედ ამერიკის ფედერალური ბიურო იძიებს ამ საქმეს. გარიგებების ორგანიზებაში კი ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნებში მოქმედ სომხურ მაფიას ჰქონდა, მთავარი მოწმე კი გერმანელი ჩოგბურთელი გახლავთ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია