სკანდალი ჩოგბურთში: გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელიც ახსენეს

AutoSharing Option
გერმანულმა სააგენტო ZDF-მ გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომლის მიხედვითაც, ბელგიურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ჩოგბურთში თამაშების ჩაწყობის შესახებ, რომელშიც გარეული 135 სპორტსმენია და მათ შორის, რამდენიმე სპორტული საიტი ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ადებს.

ამის მიზეზი გახლავთ გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარიგებულ სქემაში ტოპ 30-ის ერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ATP-ის 3 ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ 5 გახლავთ: მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმენი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი.
lance.com პირდაპირ ადებს ხელს ნიკოლოზ ბასილაშვილს და წერს, რომ გარიგებაში მონაწილე ტოპ 30-ის
ჩოგბურთელი სწორედ ქართველია. მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს puntodebreak.com-იც.

გერმანული წყაროს ცნობით, პროცესში უკვე FBI ჩაერთო და სწორედ ამერიკის ფედერალური ბიურო იძიებს ამ საქმეს. გარიგებების ორგანიზებაში კი ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნებში მოქმედ სომხურ მაფიას ჰქონდა, მთავარი მოწმე კი გერმანელი ჩოგბურთელი გახლავთ.

altნიკოლოზ ბასილაშვილი: ცრუ ინფორმაცია - ქართული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ღმერთმა ქნას არ იყოს სიმართლე და ცდებოდნენ.. და თუ ეს სიმართლეა მაშინ უკვე ახსნა აქვს იმას, რომ ბასილაშვილს გაცილებით მეტი შეეძლო და თამაშების უმრავლესობას კი არ უგებდნენ არამედ თვითონ აგებდა.. ჩვენ ამას ნერვებს და არასტაბილურობას პლუს ფიზიკურ მომზადებას ვაბრალებდით.. იმედია ცდებიან ძლივს რაღაცა გავიხარდა ქართველებს და თან Atp cup მომდგარია კარზე და უეჭველი დსიკვალიფიკაციას მოგვცემენ. ;) იმედია არ შეესაბამება სიმართლეს
გიორგი
18:04 16-12-2019
6
იმედია არ გამართლდება ეს ვარაუდი და ამ ყველაფრის საპირისპიროდ წარმატებულ სეზონს ჩაატარებს.წარმატებები ნიკას!!!
დდდ
19:00 16-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული