ATP CUP: 19 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელების დამარცხება Beatbox-ით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ზურა ტყემალაძემ წყვილთა შეხვედრაში იაპონელების დამარცხება Beatbox-ით აღნიშნა და წამყვანისაგან კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ზურასა და ალეკსანდრ ბაკშის წყვილი ამ შეხვედრაში აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა მეტოქე დუეტი 2 სეტში დაამარცხეს და მხოლოდ 6 გეიმი დაუთმეს.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელების გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრები იაპონიასთან დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის არაპროფესიონალიზმის პიკი. წააგეთ და რა გეღადავებათ?? არა აქვს მნიშვნელობა 19 წლის ხარ თუ არა. იმარჯვეთ მატჩში რომელიც აღარაფერს წყვეტდა და თავს უფლებას აძლევთ იმხიარულოთ. ქართული ინფანტილიზმის და არაპროფესიონალიზმის საუკეთესო მაგალითი. თქვენ რომ მართლა რამეს მიაღწიოთ, წარმომიდგენია ნადალივით ვერასოდეს მოიქცევით ისე გაიბღინძებით.
odala
00:55 07-01-2020
2
ხო ნიჭერში გამოვიდეს და ექნება შანსი უდაოდ...
levani
21:33 06-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული