ჩოგბურთელები მშობლებს უტევენ - ციციპასმა მამას ჩოგნის ნაწილი "უძღვნა", დედამ კი შვილი დატუქსა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალგაზრდა ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ATP Cup-ის ფარგლებში გამართულ მატჩში ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან მარცხი (7:6, 6:7, 7:6) ვერ აიტანა და მამა ჩოგნის ნაწილით "დაასაჩუქრა".

წაგებისაგან გაბრაზებული ციციპასი საკუთარი სკამისკენ წავიდა, ჩოგანი ძლიერად მიარტყა მისსავე ნივთებს და მეორე ცდაზე მამასაც მოხვდა, რის გამოც ახლოსვე მყოფი დედისაგან საყვედურიც მიიღო.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იფარებს სხეულზე ხელს შეშინებული მამა და როგორ ტოვებს საკუთარ ადგილს.

როცა ვხედავთ, რომ დიდი სლემის ტურნირებს ისევ დიდი სამეულის წევრები იგებენ, გვახსენდება ნოვაკ ჯოკოვიჩის ნათქვამი, რომ დიდი სლემი
ბავშვების მოსაგები ტურნირი არაა. ციციპასი და ზვერევი აღნიშნული ნათქვამის ნათელი არგუმენტები არიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოლი უნდა მაგას ცოლიიი... ის მიხედავს მერე
პაპა
14:14 08-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული