ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს ალექსანდრე მეტრეველი ATP CUP-ის ტურნირზე ურუგვაელ ფრანკო რონკადელს შეხვდა და 2 სეტში ანგარიშით 6:2, 6:1 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველივე მოწოდებაზე მეტოქეს ბრეიკი აართვა. ამის შემდეგ მეტრეველმა სრული უპირატესობა მოიპოვა.

საბოლოოდ მატჩი 52 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ერთეულთა თანრიგში ეს ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვებაა ATP CUP-ზე.

ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) პაბლო კუევასს (45) ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული