ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/zuka.tkemaladze

ATP Cup-ზე გამოსვლამ დადებითი შედეგი მოუტანა ქართველ ჩოგბურთელებს და ATP-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ.

განსაკუთრებული ნახტომი ჰქონდა 19 წლის ზურა ტყემალაძეს, რომელიც წყვილთა რეიტინგში 449 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 572-ე ჩოგანი გახლავთ.

მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა ალექსანდრე მეტრეველსაც. საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ინდივიდუალურ რეიტინგში 121 ადგილით წინ აღმოჩნდა და ამჟამად მსოფლიოს 557-ე ჩოგანი გახლავთ.

3 საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახლავთ საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკოლოზმა ადგილები დუშან ლაიოვიჩისა და
ნიკ კირიოსის დაწინაურების გამო დაკარგა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბიჭებო!!! ნიკას დამსახურებით ეს ბიჭები ძალიან მნიშვნელოვან ტურნირზე მოხვდნენ!!! მათ საშუალება მიეცათ შეეგრძნოთ ის ატმოსფერო რაც ასეთ დიდ ტურნირებზე სუფევს!!! ნიკას და სანდროს დიდი მადლობა საჩუქრისთვის!!! ძალიან გამახარეთ!!!
დათო
15:48 14-01-2020
4
რა საწყალი ღიმილი აქვს ამ ნადალის... :-)
buba
17:28 21-01-2020
4

სიახლეები პოპულარული