ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/zuka.tkemaladze

ATP Cup-ზე გამოსვლამ დადებითი შედეგი მოუტანა ქართველ ჩოგბურთელებს და ATP-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ.

განსაკუთრებული ნახტომი ჰქონდა 19 წლის ზურა ტყემალაძეს, რომელიც წყვილთა რეიტინგში 449 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 572-ე ჩოგანი გახლავთ.

მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა ალექსანდრე მეტრეველსაც. საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ინდივიდუალურ რეიტინგში 121 ადგილით წინ აღმოჩნდა და ამჟამად მსოფლიოს 557-ე ჩოგანი გახლავთ.

3 საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახლავთ საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკოლოზმა ადგილები დუშან ლაიოვიჩისა და
ნიკ კირიოსის დაწინაურების გამო დაკარგა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა საწყალი ღიმილი აქვს ამ ნადალის... :-)
buba
17:28 21-01-2020
4
ავტორი კიდევ ამ გენიალური სტატიისა ხვიჩა 'გახლავთ'. ტავტოლოგია გაგიგია რა არის გენცვა?
odala
14:27 16-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული