Australian Open-ის მეორე ფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, გერმანელ საშა ზვერევს მოუგო და კარიერაში პირველად გავიდა აღნიშნული ტურნირის ფინალში.

26 წლის ტიმმა მასზე 4 წლით უმცროსი მეტოქე 4 სეტში დაამარცხა - 3:6, 6:4, 7:6, 7:6. სეტების ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა.

დომინიკი ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ტოპ-10-ეულის წევრებიდან მხოლოდ დიდ სამეულს აქვს მოგებული გრანდ სლემი. ვნახოთ, თუ მოახერხებს ავსტრიელი ლეგენდების დომინაციის შეწყვეტას.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული