ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს მე-5 ჩოგან დომინიკ ტიმს მოუგო და აღნიშნულ ტურნირზე მე-8-დ გაიმარჯვა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და სერბს გამარჯვების მოსაპოვებლად 5 სეტის თამაში მოუწია, თუმცა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე: 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-17 დიდი სლემი მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს ჩამორჩება. მელბურნის კორტებზე გამარჯვებით ნოლემ რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა და ხვალიდან, ანუ 3 თებერვლიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი იქნება.