ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ, 11 თებერვლიდან როტერდამის შეჯიბრზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს და მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.
ნიკოლოზი 22 წლის რუბლიოვს კარიერაში 3-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრა ჩოგბურთელებმა 2019 წელს გამართეს.
პირველ მატჩში დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა რუსი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:54, მეორე მატჩი კი ნიკოლოზისთვის გამორჩეული იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის 3-სეტიან ფინალში (7:5, 4:6, 6:3) სძლია რუბლიოვს და კარიერაში ATP-ის მესამე ტიტული მოიგო.
ცინცინატის მასტერსზე გამართულ ბოლო მატჩში რუსმა ბასილაშვილს 3 სეტში აჯობა - 6:7, 6:4, 6:2.
ნიკოლოზისა და რუბლიოვის მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. რუბლიოვის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ბარერესა და ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღნიშნული ტურნირისა და მასში ნიკოლოზის გამოსვლის შესახებ ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.