წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ

AutoSharing Option
დღეს, 7 მარტს დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრების წყვილ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში დავმარცხდით. დაპირისპირება მზიურის კორტებზე გაიმართა.


ალექსანდრე მეტრეველი (564) და გიორგი ცივაძე (866) ვლადიმირ ივანოვს (732) და მატიას სიიმარს (ურეიტინგო) გაეჯიბრნენ და სამ სეტში 1:2 დამარცხდნენ (6:3, 3:6, 3:6)

პირველ დაპირისპირებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ვლადიმირ ივანოვი დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაშ ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამთან დამარცხდა. სამი შეხვედრის ჯამში ესტონელები 2:1-ს გვიგებენ.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრებს პლეი ოფის პირველ ჯგუფში გადასვლა უნდა, დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოიგოს.

ამჟამად მიმდინარეობს
ზურა ტყემალაძისა და კრისტიან ტამის დაპირისპირება. შემდეგ კი ალექსანდრე მეტრეველი ვლადიმირ ივანოვს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბასილაშვილმა რატომ არ მიიღო სხვა შეხვედრებში მონაწილეობა? წყვილებს ევეშვათ,ტყემალაძის ნაცვლად ხომ შეიძლებოდა?
1
ბასილაშვილი რატო დაქენსელდა?
Irakli Apkhaidze
13:49 07-03-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული