ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგის საქართველოსა და ესტონეთს შორის პლეი-ოფის დაპირისპირების მეორე შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამს დაუპირისპირდა და 3-სეტიან ბრძოლაში დამარცხდა - 4:6, 6:4, 3:6.

პირველი სეტი ლოგიკურად მიმდინარეობდა და ჩოგბურთელები საკუთარი მოწოდებების მოგებას, ძირითადად, პრობლემების გარეშე ახერხებდნენ. სამწუხაროდ, მეათე გეიმში პირველი ბრეიკი შესრულდა და ეს ესტონელს პირველი სეტის მოსაგებად ეყო - 6:4.

ალექსანდრე მეტეველმა მეორე სეტში მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო და საქმე  გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4. აღსანიშნავია, რომ მე-6 გეიმში სანდრო საკუთარ მოწოდებაზე 0:40 მარცხდებოდა, თუმცა საჭირო
დროს მობილიზება მოახერხა და გეიმი არ დათმო.

მესამე სეტის მე-4 გეიმში ესტონელმა მეტრეველის მოწოდებაზე გეიმის მოგება შეძლო. სანდროს მე-5 გეიმშივე შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, თუმცა 2 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მე-8 გეიმში ესტონელს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა სანდრომ საკუთარი მოწოდება მაინც მოიგო. შემდეგ გეიმში მეტოქის მოწოდებაზეც გადაარჩინა 1 მატჩ-ბოლი, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო.

ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში გათანაბრდა - 1:1.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული