"ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია" - ტრავმა, ჯოკოვიჩთან მატჩი, სკანდალი და საქართველო - ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილთან

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემა "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

დევისის თასი

"ძალიან მიხარია, რომ დევისის თასზე მივიღე მონაწილეობა, რადგან საქართველოში საჩოგბურთო თამაშები ძალიან იშვიათად ტარდება.

როგორც ყველა სპორტში, ჩოგბურთშიც გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან დიდი ემოცებით ვხვდები, როდესაც ჩემს ქვეყანაში მიწევს თამაში".

ჯოკოვიჩთან შეხვედრა

"ნოვაკთან ძალიან კარგი დაპირისპირება გამომივიდა და ვთვლი, რომ გამარჯვების მოპოვებაც შემეძლო, რადგან მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებოდი.

ამ მატჩმა შემდეგში ჩემზე დადებითი გავლენა იქონია, იმიტომ რომ პლანეტის პირველ ნომერთან
ტოლ-სწორად თამაში დიდ მოტივაციას გმატებს.

ვფიქრობ, მან ნერვების ომში მაჯობა. ჯოკოვიჩი არამარტო დიდი სპორტსმენი, არამედ დიდებული პიროვნება და ინტელიგენტი ადამიანია.

საერთოდ, ჩოგბურთში ფსიქოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ჯოკოვიჩთან დაკავშირებით ამ საკითხზე მთელი გუნდი მუშაობდა.

მეც მყავს ავსტრალიელი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემზე ამან ვერ იმუშავა, რადგან ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ".

ტრავმით თამაში

"ბეიჯინგის ტურნირიდან მოყოლებული ხელი ძალიან მაწუხებდა. საერთოდ, ტრავმებზე საუბარი და წარუმატებლობის რაღაც სხვა რამეზე გადაბრალება არ მიყვარს.

1,5 წელი ვთამაშობდი ამ ტრავმით და შემდეგ გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ვერასდროს ივარაუდებ იმას, რეაბილიტაცია როგორ წავა. ჯერჯერობით, რეაბილიტაცია არც ცუდად მიდის და არც ძალიან კარგად".

ჩაწყობილი თამაშების სკანდალი

პირველ რიგში მინდა იქიდან დავიწყო, რომ ასეთი რაღაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ეს რომელიღაც ევროპულ ძალიან არაპოპურალურ  გაზეთში დაიწერა, შემდეგ საქართველოში აიტაცეს.

ამით არავინ დაინტერესებულა და არანაირი გამოძიება არ დაწყებულა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანმრთელობას გისურვებთ ნიკოლოზ!!! ჩვენ, შენი გულშემატკივრები კარგად ვხედავდით , რომ ხელის პრობლემა გქონდა და ვიცოდით , რომ შედეგის მიღწევა ასეთ დროს შეუძლებელია ( რა დღეში იყო ნოვაკი ხელის პრობლემის გამო კარგად გვახსოვს)!!! იმ ბრალდებებზე და ათას ჭორზე, კი რაც იწერებოდა, ეჭვიც არ შეგვპარვია, დარწმუნებული ვიყავით , რომ ეს არასწორი ინფორმაცია იყო!!! იცოდე, რომ ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი გყავს, რომლებიც შენთან ერთად ხარობენ შენი წარმატებით და ცუდ პერიოდებში შენს გვერდით დგანან!!! უფლის შემწეობით ერთად გადავიტანთ ამ გასაცდელს და ველოდებით შენს ახალი გამარჯვებებს!!!
დათო
15:58 22-03-2020
3
ავტორ! ბეიჯინგს რატომ წერთ პეკინის მაგივრად
ზვიო
20:48 22-03-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული