მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა მწვრთნელს ხელფასი შეუწყვიტა და მას ახლა პიცა დააქვს...

AutoSharing Option
მსოფლიოს 29-ე ჩოგან ვან ციანის მწვრთნელმა ტომას დრუემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პრობლემები შეექმნა კორონავირუსის გამო.

"მე მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელიც 35-40 კვირაზეა გათვლილი. როცა ცნობილი გახდა, რომ ივლისამდე არანაირი ტურნირი აღარ იქნებოდა, მე თავად შევთავაზე ვანს ხეფასის ნახევრის გადახდა, თუმცა მან ამაზეც უარი განაცხადა, რადგან თავადაც საერთოდ არაფერს გამოიმუშავებს ამ პერიოდში.

ისეთი ვითარებაა, რომ ფინანსურად არავინ გვეხმარება. უფრო რთულია იმის არცოდნა, თუ როდის განახლდება ტურნირები.

არ ვიცი, რა გავაკეთო, თუ სეზონი გაუქმდა. მავრიკიის კუნძულებზე ვცხოვრობ და მწვრთნელობის გარდა,
სხვა შემოსავალი არ მაქვს. სწორედ ამით ვარჩენ ოჯახს. ახლა კი პიცის მიმტანად ვიმუშავებ, რათა მცირეოდენი თანხა მაინც მქონდეს. ამას გარდა, მინდა ვიგრძნო, რომ რაღაცას ვაკეთებ და უსაქმური არ ვარ", - თქვა დრუემ.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
29-ე ჩოგბურთელის მწვრთნელი რო ხარ და ერთ დღეში უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში არაფერი გაქ, და მშიერი რჩები, პიცის ტარების მეტი თავში სხვა იდეა რო არ მოგდის, ესეიგი მაგარი ცალტვინა ყოფილა! /
Vasili
20:10 16-04-2020
6
ა კაცი ჩვენც 99% ისეთი მოქალაქეები უნდა გვყავდეს ვისთვისაც უსაქმურობა სირცხვილი იქნება
ნოდო
16:29 16-04-2020
1

სიახლეები პოპულარული