
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის 2020 წლის გათამაშების შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ეს დაქცევაა", - მოკლედ დაწერა როჯერმა "ტვიტერზე".
მოგეხსენებათ, 38 წლის მოთამაშე აღნიშნული შეჯიბრების 8-გზის გამარჯვებულია. ტურნირის გაუქმების შესახებ კი ცნობილი გუშინ, 1-ელ აპრილს გახდა.
როჯერს კორტზე დაბრუნება კი სწორედ ბალახის პერიოდისთვის ჰქონდა დაგეგმილი. მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა 2020 წელს მხოლოდ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ითამაშა და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.