ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" ოჯახმა მიაწოდა, აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,
რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“ , - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო IPN

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოდიშის მოსახდელი თქვენ ნამდვილად არაფერი გაქვთ!! პირიქით დიდი მადლობა, ასეთი ღირსეული ქართველის აღზრდისათვის!!! მესმის თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ცხოვრებაში ხდება ასეთი რაღაცეები და მთავარია ღირსეულად გადალახოთ ეს გაუგებრობა!!! უბრალოდ არ გაგიმართლათ, შეგხვდათ ადამინი, რომელიც იზრდებოდა გასხვავებულ ოჯახში და ის ფასეულობები, რომლებიც თქვენი ოჯახისთვის წმინდაა, მისთვის არ იყო ფასეული!!! მე, ნიკას ერთ-ერთი გუშემატკივარი , ვგრძნობდი, რომ ნიკას შინაგანი დსკომფორტი ჰქონდა , მიზეზსაც ვხვდებიდი და ვიცოდი , რომ ასეთ მდგომარეობაში შედეგის მიღწევა წამოუდგენელი იყო!!! ის კი არა , ბედნიერი ვიყავი ჰამბურგი რომ მოიგო მეორედ, მაგრამ მიკვირდა თუ როგორ შეძლო ასეთი მობილიზება!!! ისე პირველად, რომ მოიგო ჰამბურგი მეც გერმანიში ვიყავი, ოღონდ ვიბრძოდი ერთ-ერთ კლინიკაში და ნიკამ გადამატანინა ის მძიმე დღეები!!! ახლა მთავარია, რომ ნიკას გვერდზე დაუდგეთ, როგირც ოჯახი და ყველა მისი ახლობელი, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ასევე ყვეა მისი ნამდვილი გულშემატკივარი!!! დღეს ერთ-ერთ კომენტარში დავწერე, რომ იმდენად დარწმუნებული ვარ ნიკას პატიოსნებაში, რომ ვამბობ , მე დღეს ვარ ნიკა ბასილაშვილი!!!
დათო
22:35 24-05-2020
2
შეცდომა ძვირი ჯდება ნიკოლოზ. კანონმდებლობა ქალების ჯიბეზეა მორგებული, ამას ქალები იყენებენ, მაგრამ თუ ერთხელ გადაუხდი, მეორედაც მოითხოვს.
აკაკი
21:40 24-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული