"ფახთაქორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით, ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
საპირისპირო სიტუაციაა ჟორიკა რურუას შემთხვევაში. აშკარად იკვეთება, რომ აბსურდული ბრალდებითაა ციხეში, მაგრამ საზოგადოება მხარს არ უჭერს წარსულის გამო. არადა ის წარსული რომ გამოეძიებინათ, ამაზე თავი არავის შეუწუხებია