შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
"ფახთაქორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით, ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

altბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც

ნამდვილად არ ყოფილა, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ

altნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

altბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიშა მაგარია!!!
ბათუმის ფანი
19:45 27-05-2020
2
შოთი... მეც იგივეს ვფიქრობ... ძიების და სასამართლოს გარეშე მხოლოდ ერთი მხარის ბრალდებით არ შეიძლება კაცის დადანაშაულება!!! ვინ არ უნდა იყოს...
tngh
12:19 25-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული